Thursday, July 6, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დამთავრდა ტრენინგი...გული მწყდება...
სამუშაო გარემო სანიმუშო იყო.დროის გასვლას ვერ ვგებულობდით.
ეს ყველაფერი შორენა მასწავლებლის "ბრალია"...მან თავისი საქმე ძალიან კარგად იცის.
მიხარია , ასეთი განათლებული ახალგაზრდობა რომ მოდის...
გავიმეორეთ ბლოგში ბმულის  გამოქვეყნება.გამოჩნდა ,რომ ყველამ კარგად ავითვისეთ.
გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები,მივაწოდეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით.ჩავინიშნეთ რაც მისაღებია და გავითვალისწინებთ შემდეგ მუშაობაში.

Wednesday, July 5, 2017

,მერვე დღის რეფლაქსია

ტრენინგის თემა იყო:მე-7 მოდული-ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.
შევისწავლეთ -ინტერნეტრესურსები-ვების შეფასება.
გავეცანით ვებსაიტების შეფასება მასწავლებლისათვის;
შევადგინეთ როგორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს სლაიდების შედგენის დროს;
შევიტანე ჩემს საქაღალდეში მოსწავლის პროექტის ნიმუში;
ვისწავლე ჩემი საქაღალდის დისკზე დადება და გასაჯაროება.
მადლობა შიორენა მას.წარმატებას გისურვებთ.ყველაფერი წინ არის!